ზეთის პალმა
იერსახე
| ზეთის პალმა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Elaeis guineensis | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 13416970 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ზეთის პალმა (Elaeis guineensis) — მცენარე პალმების ოჯახისა. აქვს 20-30 მ-მდე სიმაღლის ღერო და 6-7 მ-მდე სიგრძის ფრთისებრი ფოთლები.
ერთსახლიანი მცენარეა, ყვავილობს მე-4 მე-5 წელს. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად. თითო ყვავილედი შედგება 600-800 ბუტკოიანი ყვავილისაგან და ნაყოფის მომწიფებისას იგი 25-50 კგ იწონის. კურკიანა ნაყოფი ქლიავის ოდენაა, რბილობი 70 %-მდე პალმის ზეთს შეიცავს, თესლი — 26 %-მდე საჭმელ ზეთს, რომელსაც მარგარინის წარმოებაშიც იყენებენ.
ველურად იზრდება ეკვატორული აფრიკის დასავლეთ ნაწილში. კულტივირებულია ყველგან ტროპიკებში, უფრო კი ტროპიკულ აფრიკაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 502.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
