ზეზვა ალხანაიძე
იერსახე

ზეზვა ალხანაიძე (დ. 26 იანვარი, 1948) — ქართველი მძლეოსანი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გამორბენით სიგრძეზე ხტომასა და 110 მეტრ თარჯრბენში. ეროვნული, საერთაშორისო და საბჭოთა კავშირის („Буревестник“ და „Cельские Игры“) ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი.
1966 წლიდან ალხანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. 1972 წელს, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად, მას საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო სიგრძეზე და სამმაგ ხტომაში.