ზევით, მეიბელის ოთახში (პიესა)
| ზევით, მეიბელის ოთახში | |
|---|---|
|
| |
| ავტორი | ვილსონ კოლისონი და ოტო ჰაუერბახი |
| პრემიერა | 15 იანვარი, 1919 |
| პრემიერის ადგილი | ელტინჯის 42-ე ქუჩის თეატრი |
| ენა | ინგლისური |
| ჟანრი | ფარსი |
„ზევით, მეიბელის ოთახში“ — ვილსონ კოლისონისა და ოტო ჰაუერბახის პიესა. პროდიუსერმა ალბერტ ჰ. ვუდსმა ბროდვეისათვის 1919 წელს დადგა.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარი ეინსვორთს ჯერალდინა ჰყავს ცოლად. ჯერალდინას მეტად შურს გარის წინა შეყვარებულის, ახალგაზრდა ლამაზი ქვრივის, მეიბელ ესინგტონისა. ერთად ყოფნისას გარიმ მეიბელს პერანგი აჩუქა, რომელზეც ორივე მათგანის სახელია ამოქარგული. გარის ამ პერანგის დაბრუნება იქამდე სურს, სანამ ჯერალდინა ნივთის არსებობის შესახებ შეიტყობს. კაცის მხრიდან ყოფილი სიყვარულის სიმბოლოს დაბრუნების მცდელობებს სხვა პერსონაჟები მასა და მეიბელს შორის საიდუმლო ურთიერთობის მტკიცებულებად აღიქვამენ. პიესის კულმინაცია მეიბელისა და ჯერალდინას კამათია, ხოლო ყველაფერი გაუგებრობის გამორკვევით სრულდება.
დასი და პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვევით მოცემულია ბროდვეის დადგმაში გამოყენებული პერსონაჟებისა და მათი როლების შემსრულებელთა სია:

| პერსონაჟი | ბროდვეის მსახიობი |
|---|---|
| კრუგერი | ფრედრიკ სატონი |
| კორლისი | ჰარი ჩ. ბრადლი |
| ჯიმი ლარჩმონი | ვალტერ ჯონსი |
| გარი ეინსვორთი | ჯონ კუმბერლენდი |
| ჯერალდინა | ენიდ მარკი |
| მეიბელ ესინგტონი | ჰაზელ დაუნი |
| მართა ველდონი | ლუსი კოტონი |
| ალისია ლარჩმონი | ეველინ გოსნელი |
| არტურ ველდონი | ჰ. დადლი ჰაული |
| მარია | ადელ როლანდი |
პიესა ელტინჯის 42-ე ქუჩის თეატრში, 1919 წლის 15 იანვარს გაიხსნა. დაიხურა იმავე წლის აგვისტოს, 229 დადგმის შემდეგ.
ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიესა ორჯერ ადაპტირდა ფილმად. პირველში, 1926 წლის მუნჯ კინოში, მეიბელის როლს მარია პრევოსტი თამაშობდა. 1944 წლის ფილმში ეს როლი მარჯორი რეინოლდსმა შეასრულა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Wainscott, Ronald Harold (1997). The Emergence of the Modern American Theater, 1914–1929. New Haven, Connecticut: Yale University Press. ISBN 0-300-06776-3. OCLC 35128122.
- Bordman, Gerald (1995). American Theatre: A Chronicle of Comedy and Drama, 1914–1930. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-509078-0. OCLC 30356203.