თაყა ზევდგინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზევდგინიძე, იოთამ)

თაყა ზევდგინიძეXIV საუკუნის 89-90-იანი წწ. პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის გიორგი VII-ის თანამებრძოლი. თათართა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გიორგიმ თავი სამცხეს შეაფარა. აქ მეფის წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება. შეთქმულთა განზრახვა ზევდგინიძემ მეფეს შეატყობინა და შეთქმულების ღამეს თვითონ ჩაწვა მეფის საწოლში. შეთქმულებმა იგი დაჭრეს (ზოგი ცნობით მოკლეს). ამ თავგანწირვისათვის გიორგი VII-მ ნასისხლად შიომღვიმე და სოფლები უბოძა. ვახუშტის მიხედვით, ეს ფაქტი XV საუკუნეში მოხდა, მეფისთვის თავდადებულ ზევდგინიძეს კი იოთამი ერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;