შინაარსზე გადასვლა

ზედგენიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზევდგინიძეები)

ზედგენიძეები, ზევდგინიძეები — ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში. ზედგენიძეები XIV საუკუნის I ნახევარში დამკვიდრდნენ მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე. XIV საუკუნის 80-90-იან წლებში სამეფო კარს ერთგულებისათვის საგვარეულო საძვალედ მიიღეს შიომღვიმე. ალექსანდრე I-მა ზედგენიძეებს დაუმტკიცა გორის მოურაობა, ამილახვრობა და სოფლები — კასპი, გომი, ნადარბაზევი ყმა-მამულებით. პირველი ამილახვარი იყო თაყა ჯანიბეგის ძე ზევდგინიძე, აქედან მომდინარეობს ამილახვართა გვარი და სათავადო საამილახვრო. ზედგენიძეთა საგვარეულოს განშტოებებია ასევე გურამიშვილები, ტუსიშვილები და, შესაძლოა, ემუხვარები.

  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ქიქოძე მ., ქსე, ტ. 4, გვ. 498, თბ., 1979