ზედნაბეჭდი „ჰავაი“ ამერიკულ დოლარებზე
ჰავაის ზედნაბეჭდი Hawaii Overprint Note | |
---|---|
ქვეყანა: | ამერიკის შეერთებული შტატები, ჰავაი |
ნომინალური ღირებულება: | $1, $5, $10, $20 |
დაცვის ელემენტი: | საგანგებო გამოშვება მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას |
ბეჭდვის თარიღი: | 1942 – 1944 |
ავერსი | |
ავერსის ნახატი: | ზედნაბეჭდი „ჰავაი“ არის ვერტიკალური და მოთავსებულია მარცნივ და მარჯვნივ |
რევერსი | |
რევერსის ნახატი: | ზედნაბეჭდი „ჰავაი“ არის დიდი, ჰორიზონტალური და მოთავსებულია ცენტრში |
ჰავაის ზედნაბეჭდი (ინგლ. Hawaii Overprint Note) — სპეციალური ზედნაბეჭდი შეერთებული შტატების ვალუტის ბანკნოტებზე, რომლებიც მიმოქცევაში იყვნენ ჰავაის კუნძულებზე მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედნაბეჭდი ვალუტაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე. ზედნაბეჭდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჰავაის კუნძულებზე არსებული ფულის მასის ეკვივალენტის გადარჩენას. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ იაპონია დაიპყრობდა ჰავაის და მიმოქცევიდან ამოიღებდა დოლარს, მათ მიერ მოსახლეობისგან მიღებულ ვალუტას არ ექნებოდა არანაირ ღირებულება.
ზედნაბეჭდის დატანა ხდებოდა 1942 წლის იანვრიდან 1944 წლამდე, 1934 და 1935 წლის ბანკნოტებზე ნომინალით 5, 10 და 20 დოლარი, რომლებიც გამოშვებული იყო სან-ფრანცისკოში (ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკი № 12). 1942 წლის 10 იანვარს სამხედრო გუბერნატორმა დელოს ემონსის განკარგულებით, მოსახლეობისგან დოლარის ჩვეულებრივი ბანკნოტები ამოღებული იქნა, თუმცა დაურიგდა იმავე ოდენობის სპეციალური ბანკნოტები, რომლებზედაც ორივე მხრივ დატანილი იყო ზედნაბეჭდი «HAWAII».
ომის დასრულებისას სპეციალური ბანკნოტები გაანადგურეს სასაფლაოებთან არსებულ კრემატორიუმებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wartime currency not so rare დაარქივებული 2014-07-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Hawaii Overprints დაარქივებული 2014-04-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- აშშ-ის კუპიურები (რუსული)