ზედა სასუნთქი გზების ანთება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება — მეტად გავრცელებული დაავადება. სხვადასხვა დროს მას უწოდებდნენ ზედა სასუნთქი გზების კატარს, წვავე რესპირატორულ დაავადებას, წვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს: ვირუსმა (გრიპის, პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტვროვირუსმა). ბაქტერიამ (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა) მიკოპლაზმამ. დაავადების ძირითადი ხემშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაცივება.

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით. ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა.

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებით დაავადებას ახასიათებს კატარული ნიშნებიც, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების ამა თუ იმ ორგანოს უპირატეს დაზიანებაზეა დამოკიდებული.

  • რინიტი — ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ვლინდება სურდოთი, ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.
  • ფარინგიტი — ხახის ლორწოვანის გარსის ანთება. ავადმყოფი უჩივის ყელში ღიტინის შეგრძნებას და ყლაპვის დროს ტკივილს.
  • ლარინგიტი — ხორხის ანთება. აღინიშნება ხრიწიანობა მყეფავი ხველა.
  • ტონზილიტი ანუ კატარული ანგინა — ნუშურა ჯირკვლის ანთება. ავადმყოფის უჩივის ყლაპვის დროს ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები გადიდებულია, მათი ლორწოვანი — გაწითლებული.
  • ტრაქეიტი — ტრაქეის ანთება. აღინიშნება წიწკნის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მშრალი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს.

გამოწვევის კვალობაზე, დაავადებას აქვს განსაზღვრული სიმპტომები. გრიპით ავადობა ეპიდემიური სახისაა. მისი დასაწყისი მწვავეა. ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იწევს. ყალიბდება ადგილობრივი კატარული სიმპტომები. მეტწილად ადგილობრივად გამოხატულია ტრაქეიტი და რინიტი. პარაგრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია კეროვანი ეპიდემიური ავადობა. იწყება თანდათანობით. ტემპერატურა 1-2 დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე იმატებს. ზოგადი ნიშნები ზომიერად არის გამოხატული. ძირითადი ნიშანი ლარინგიტია. ადენოვირუსული ინფვქცია არ მიმდინარეობს ეპიდემიის სახით. იგი იწყება მწვავედ. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს და 5-14 დღის განმავლობაში გრძელდება. უმთავრესად გამოხატულია ფარინგიტი, ტონზილიტი, თვალისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების ნიშნები.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების მკურნალობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაავადების გამომწვევზე ზემოქმედება. გრიპის დროს ეფექტურია რემანტადინი, ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში — ინტერფვრონი. თავად ანთების სამკურნალოდ აუცილებელია დაუნიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, პარაცეტამოლი ან ზედა სასუნთქი გზების ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი კომბინირებული საშუალება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.363-364