ზედა ბზუბზუს ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედა ბზუბზუს ჯამეარქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუში. თარიღდება XIX საუკუნით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამე ყურადღებას იქცევს მასიური კუბისმაგვარი მოცულობითა და ერთგვაროვანი, სწორკუთხა სარკმლებით დატიხრული ფასადების სიმეტრიით. ხის ორსართულიანი ჯამე, რომელიც კოხტად ეწერება ხავსით დაფარულ და მონოლითური ქვებით დამშვენებულ ეზოში, ქვის თლილი კვადრებით ნაგებ საფუძველზეა აღმართული; ერთადერთი შესასვლელი კარი ჩრდილოეთ მხარესაა გაჭრილი, რომელზედაც ქვის ოთხსაფეხურიანი ფართო და თანდათან შევიწროვებული კიბეა მიდგმული. ცნობილია, რომ ზედა ბზუბზუს აღნიშნული ჯამე, 1970-80-იან წლებში, კინოთეატრის შენობად იყო გამოყენებული; ფუნქციის შეცვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჯამეს ინტერიერის არქიტექტურული წყობა: 1981 წლის ბარათის მიხედვით, ინტერიერში შემორჩა მხოლოდ ქოროს ჩრდილოეთი ნაწილი (შესასვლელი კარის თავზე), მდიდრულად მოჩუქურთმებული სამი ნახევარწრიული აივნით; ინტერიერის დანარჩენი ნაწილები კი განადგურდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11732