შინაარსზე გადასვლა

ზედა ბერეთისას წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედა ბერეთისას წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბერეთისაში.

ზედა ბერეთისას წმინდა გიორგის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძარს ორფერდა გადახურვა აქვს, გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიაში შესასვლელი კარი ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთ ფასადი სადაა, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადზე შესასვლელი კარის თავზე რელიეფური გამოსახულებებია. აგრეთვე ჯვრის რელიეფები და სამშენებლო წარწერებიცაა. ეკლესია XIX საუკუნეში ბერძენი ქტიტორების მიერ უნდა ყოფილიყო აგებული. ეკლესიის შიდა სივრცე ნათდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადზე დატანილი ორ-ორი მართკუთხა ფორმის, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე დატანილი ერთი წრიული ფორმის სარკმლისგან. ეკლესიის კედლები მთლიანად შეთეთრებულია. იატაკზე მოგებულია ქვის ფილები. სარკმლები შიდა მხრიდან უფრო განიერია და სიღრმისკენ ვიწროვდება. შიდა სივრცე ორი წყვილი სვეტით სამნავად იყოფა. ეკლესიის კანკელი ხისგანაა ამოყვანილი. ეკლესია 2003 წელს აღადგინეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16929