ზედა აჭყვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედა აჭყვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში.

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული ბერძნული თემის ინიციატივით. ეკლესია შემაღლებულ ბორცვზე, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზეა აღმართული. გეგმის მიხედვით ნაგებობა სწორკუთხაა და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. გზა, რომელიც ტაძრისკენ მიდის და სერპანტინით შემოუყვება ბორცვს, ბორცვის რელიეფს ტერასებად ჰყოფს; ტერასების შემამაგრებელი კედლები მსხვილი ფლეთილი ქვებით არის ამოყვანილი, ქვის ეს წყობა კი ტაძრის აგების ავთენტური ჩანს. ეკლესია მიტოვებული იყო საბჭოთა პერიოდში: დროთა განმავლობაში ჩამოიქცა საყრდენი კედლების ზედა მხარე, კამარა და კონქი, კარის წირთხლები დაზიანდა და სარკმლები მოირღვა. ეკლესია უახლოეს წარსულშია აღდგენილი და ისევ ბერძნული თემი დგას ამ ინიციატივის უკან: მათ ხელახლა გადახურეს ტაძარი, ხელახლა შელესეს და თეთრად შეღებეს ფასადები, დასავლეთიდან კი, ცენტრალური შესასვლელი კარის წინ მიედგა სამრეკლო — კარიბჭე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11752