შინაარსზე გადასვლა

ზებეყურის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზებეყურის ქედი
კოორდინატები: 42°12′02″ ჩ. გ. 44°23′59″ ა. გ. / 42.200556° ჩ. გ. 44.399861° ა. გ. / 42.200556; 44.399861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ზემაკური
სიმაღლე 2119,4 
ამგებელი ქანები კირქვა, მერგელი, თიხაფიქალი, თიხა, ქვიშაქვა და კონგლომერატი
ზებეყურის ქედი — საქართველო
ზებეყურის ქედი
ზებეყურის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზებეყურის ქედი

ზებეყურის ქედი — საშუალო სიმაღლის ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფი. გამოეყოფა ხარულის ქედს ცხრაწყაროს მთასთან. უმაღლესი ადგილია ზებეყურის მთა (2118 მ).

აგებულია ნეოგენური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. კალთები სუსტად დანაწევრებულია, შემოსილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყით, ჩრდილოეთ მონაკვეთზე მეორეული მდელოებია. ზებეყურის მთა იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიულ თხზულებაში (XVIII ს.).

  • დევდარიანი გ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 328.