შინაარსზე გადასვლა

ზეამეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზეამეთი — სახელმწიფო მიწის კატეგორია ოსმალეთის იმპერიაში, სახელმწიფოს მიერ პირობით ნაწყალობევი მიწა.

ზეამეთის წლიური შემოსავალი, გადასახადების სახით, შეადგენდა 20–100 ათას ახჩამდე. მისი მფლობელი — ზაიმი — ვალდებული იყო ომის დროს ლაშქრობაში გამოსულიყო და შემოსავლის ყოველ 5 ათას ახჩაზე ერთი შეიარაღებული მხედარი — ჯებელი გამოეყვანა. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ზეამეთი ჩამოერთმეოდა. ზაიმი ვალდებული იყო იქ ეცხოვრა, სადაც მისი ზeამეთი იყო. ზეამეთი მემკვიდრეობით მამიდან შვილზე გადადიოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა მისი გაყიდვა, გასხვისება და ვაკუფად შეწირვა. ზეამეთის ბოძების წესი გაუქმდა XIX საუკუნის 30-იან წლებში სამხედრო-ლენური სისტემის ლიკვიდაციასთან ერთად. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ზეამეთი გავრცელებული იყო ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქართულ მიწებზეც.