ზდრავკო ჩოლიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზრდავკო ჩოლიჩი
სერბ. Здравко Чолић
Zdravko Čolić

ჩოლიჩი 2007 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1951 (1951-05-30) (72 წლის)
დაბ. ადგილი სარაევო, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, დისკო
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1967-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Beograd Disk, Jugoton, PGP-RTB, Warner Bros., Suzy, Atlantic, Diskoton, Komuna, PGP-RTSBK, City
საიტი zdravkocolic-cola.com
ზდრავკო ჩოლიჩი ვიკისაწყობში

ზდრავკო ჩოლიჩი (სერბ. Здравко Чолић / Zdravko Čolić; დ. 30 მაისი, 1951) — პოპ მომღერალი ბოსნია და ჰერცეგოვინადან, რომელსაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს და საკულტო მომღერალს უწოდებენ.[1][2] ზდრავკოს ზედმეტსახელად ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტომ ჯოუნსს უწოდებენ.[3] მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარობა მისი ტენორის ხმით მოიპოვა,[4] ასევე სცენაზე თავისუფლებითა და აქტიურობით[5] და მრავალი კრიტიკულად და კომერციულად აღიარებული ალბომითა და სინგლებით.[6]

მის სიმღერებს შორის „Ti si mi u krvi“ (ტი სი მი უ კრვი, ამავე სახელწოდების ალბომიდან) ფართოდ მოიხსენიება, როგორც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალადა.[7]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზდრავკო ჩოლიჩ დაიბადა სარაევოში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინის სოციალისტურ რესპუბლიკაში, იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბოსნიელი სერბების ოჯახში. მამამისი, პოლიციელი ვლადიმირი ვლაჰოვიჩდან, ლიუბინიეს მიდემბარე სოფლიდან იყო, დიასახლისი დედა, სტანა ჩოლიჩი კი ტრებინიედან.[8][9] ახალგაზრდა ჩოლიჩი დაინტერესებული იყო სპორტით. ის თავდაპირველად მეკარედ თამაშობდა სკჟელიეზნიჩარ სარაევოში, მოგვიანებით კი სირბილში გამოცადა თავი და წარმატებული აღმოჩნდა. ის 100 მეტრიან მოედანს 11.3 წამში გადიოდა და ყველა აქტივობაში მაღალ ადგილს იკავებდა. მოგვიანებით ჩოლიჩმა სპორტულ კარიერას თავი დაანება, რადგან გრძნობდა, რომ რეგულარული ასპარეზობისთვის საჭირო სპორტული დისციპლინა არ ჰქონდა.

ჩოლიჩი ვლადიმერ პერიჩის დაწყებით სკოლაში სწავლობდა სარაევოს გრბავიცას გარეუბანში და ის სწორედ აქ გაიზარდა. ის ასევე დადიოდა მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. როგორც ჰობი, ის მონაწილეობას იღებდა სკოლის მუსიკალურ ღონისძიებებში და თავისუფალ დროს მონაწილეობდა ახალგაზრდული თეატრის (Pionirsko pozorište) სპექტაკლებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოლიჩი მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მეგობართან, ბრაცო ისოვიჩთან ერთად ის გიტარაზე უკრავდა პარკის არაფორმალურ და ექსპრომტ შეკრებებზე. ასეთი შეკრებების წყალობით ისინი პოპულარულები გახდნენ. იმ დროს ჩოლიჩი ცდილობდა მიებაძა პოპ შლანგერის მომღერლებისთვის, რომლებიც იუგოსლავიისა და იტალიის მუსიკალურ ფესტივალებზე დომინირებდნენ. მისი პირველი სიყვარული იყო მილენა მიეტოვიჩი ბელგრადიდან.

მისი პირველი სასცენო საჯარო გამოსვლა 1967 წელს შედგა, როდესაც მან რესპუბლიკის დღე მონტენეგროს სანაპიროებზე გაატარა. მონტენეგროში ყოფნისას ზდრავკო ცხოვრობდა მამამისის მფლობელობაში არსებულ ბაოშიჩის სანაპირო საზოგადოებაში. იქ ყოფნის დროს, 17 წლის ჩოლიჩ მეგობარმა, ნედიმ იდრიზოვიჩმა დაარწმუნა, რომ მონაწილეობა მიეღო ბიელას მიმდებარედ მოწყობილ მუსიკალურ ფესტივალში. ზდრავკომ ამ კონკურსში The Beatles-ის სიმღერით, „Lady Madonna“ მეორე ადგილი დაიკავა.

ჩოლიჩი პოჟარევაცში 1973 წელს

ამ მოულოდნელმა წარმოატებამ ზდრავკოს მოტივაცია აუმაღლა და სარაევოში დაბრუნების შემდეგ ის ჯგუფ „Mladi i lijepi“-ს შეუერთდა. ის ჯგუფში დიდხანს არ ყოფილა, რადგან დაახლოებით 1969 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ ჩოლიჩი შეუერთდა ჯგუფს „Ambasadori“, სადაც მომღერალი ორნახევარი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

ევროვიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქემალ მონტენოს მიერ დაწერილი სიმღერით „Gori vatra“, ოპატიას ფესტივალზე გამარჯვების შედეგად, ჩოლიჩმა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, 1973 წლის 7 აპრილს, ლუქსემბურგში. 1973 წლის ევროვიზიაზემ სიმღერამ დაბალი ადგილი დაიკავა, თუმცა იუგოსლავიაში ჰიტად ჩამოყალიბდა.

ევროვიზიის შემდეგ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩოლიჩმა განაგრძო საკონკურსო ფესტივალებში მონაწილეობა. 1974 წლის 23 ნოემბერს ბელგრადში ჰიტ პარადას ფესტივალზე მან გაიმარჯვა სიმღერით „Ona spava“, რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი კორნელიე კოვაჩი იყო. 1975 წელს, ჩოლიჩმა კიდევ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა კოვაჩის სიმღერებით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომის დაწყებისთანავე ზდრავკო ჩოლიჩი საცხოვრებლად ბელგრადში გადავიდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მას სარაევოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დიპლომი აქვს. ჩოლიჩი დაქორწინებულია ალექსანდრა ალექსიჩზე და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ZDRAVKO ČOLIĆ 'Od 1985. do 1990. uopće nisam pjevao, a u tom sam periodu samo s jednom osobom iz glazbenog svijeta komunicirao: Arsenom Dedićem'
  2. “ONO MALO SREĆE” ZDRAVKA ČOLIĆA PROGLAŠEN NAJBOLJIM ALBUMOM 2018. GODINE! (in Croatian) - Croatia Records
  3. Deliso, Christopher (2009). Culture and customs of Serbia and Montenegro. Greenwood Press. ISBN 9780313344374. OCLC 428980841. „Among them, arguably the most beloved is the Bosnian-born Zdravko Colic (b. 1951). The fifty-seven-year-old singer, who started out as a balladeer in the early 1970s, could perhaps best be described as Serbia's version of Tom Jones.“ 
  4. Najveća regionalna zvijezda Zdravko Čolić, održat će veliki koncert 18. kolovoza u Areni u Puli!
  5. Ova je glumica prva ljubav najvećeg zavodnika na Balkanu - ZDRAVKO COLIC
  6. Zdravko Čolić u varaždinskoj Areni: Karte su u prodaj, a dobra zabava zagarantirana!
  7. - 24sata.hr Otkrivamo vam kako je nastao legendarni hit 'Ti si mi u krvi'
  8. Zdravko Čolić: Razvijao sam glas pjevajući gangu u rodnoj Hercegovini hr (2018-10-14). ციტატა: „Ja sam Sarajlija i Bosanac gdje god bio i to će tako biti cijeli život.“ ციტირების თარიღი: 2019-11-07
  9. Zdravko Čolić sr. story.rs (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 July 2014