შინაარსზე გადასვლა

ზაჰლა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ზაჰლა
არაბ. زحلة
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
მუჰაფაზა ბექაა
კოორდინატები 33°50′38″ ჩ. გ. 35°54′26″ ა. გ. / 33.84389° ჩ. გ. 35.90722° ა. გ. / 33.84389; 35.90722
მმართველი Joseph Diab Al Maalouf
ფართობი 8000000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 1010 მეტრი
მოსახლეობა 100 000 (2006)
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 8
საფოსტო ინდექსი 1801
ზაჰლა — ლიბანი
ზაჰლა

ზაჰლა (არაბ. زحلة) — ქალაქი ლიბანის ცენტრალურ ნაწილში, ბექაას მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. 79,8 ათასი მცხოვრები (2007). მდებარეობს ბექაას ხეობის ტერასულ კალთებზე, ზღვის დონიდან 960 მეტრზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (ბექაას ხეობის გაყოლებაზე) და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (ბეირუთიდან დამასკოსკენ) მიმავალ სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკვეთის ადგილზე. სატრანსპორტო კვანძი.

ჩამოყალიბდა XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე როგორც სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი ქრისტიანული (დიდი ნაწილი მარონიტები) მოსახლეობის სიჭარბით იმ რეგიონში, სადაც მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი შიიტები წარმოადგენდნენ. 1777 და 1791 წლებში ზაჰლა გაიძარცვა და დაიწვა თურქ მებრძოლებსა და ადგილობრივი ამირების რაზმებს შორის შეტაკებების დროს. XIX საუკუნეში ქალაქი სარგებლობდა მნიშვნელოვანი ავტონომიით, ჰქონდა საკუთარი დროშა და ჰიმნი. დიდი ზიანი მოიტანა დრუზებსა და მარონიტებს შორი მომხდარმა კონფლიქტმა (1860). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღორძინდა მისი სავაჭრო მნიშვნელობა, 1885 წელს რკინიგზით დაუკავშირდა ბეირუთს. 1975–1976 წლების სამოქალაქო კონფლიქტის დროს ზაჰლაში შეიქმნა მარონიტ შეიარაღებულ ფორმირებათა (ფალანგისტთა) გამაგრებული ბაზა. 1981 წელს ქალაქი სირიის არმიის მიერ ალყაში მოექცა, რომლის ხელმძღვანელობა ბექაას ხეობაში საკუთარი პოზიციების გამაგრებისკენ მიისწრაფოდა ისრაელთან წინააღმდეგობის გასაწევად. როგორც მსხვილი მარონიტული ცენტრი არსებით როლს თამაშობს ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ზაჰლა არის ტურიზმის, ვაჭრობის, საბანკო საქმისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ცენტრი. ქალაქშია მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. სამთო-კლიმატური კურორტი.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII–XVIII საუკუნეების და ეკლექტიკის პერიოდი (მთავრობის სახლი, 1885; სასტუმრო „კადრი“, 1906) დამახასიათებელი შენობებიდან შემონახულია ეკლესიები: საიედით ზალზალის (1700), წმინდა ილიას (1720), ნაჟდატის ღვთისმშობლის მონასტერი (XVIII საუკუნე; ყველაზე მაღალი სამრეკლო ლიბანში), წმინდა ილია ატ-ტუვაკის მონასტერი (1755).

ქალაქის სიახლოვესაა სირიულ-ფინიკური ტაძარი სოფელ ნიჰაში, ძველ რომაულ ტაძართა ნანგრევები ფურზოლში, ჰუსნ-ნიჰაში, კფარ-ზაბადში.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Câmara Municipal de Belo Horizonte. Lei n° 2.380, de 11 de dezembro de 1974. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-07.