ზახარიე ორფელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზახარიე ორფელინი
სერბ. Захарије Орфелин

Захарије Орфелин
სრული სახელი ზახარიე სტეფანოვიჩი
დაბადების თარიღი 1726
დაბადების ადგილი ვუკოვარი, ჰაბსბურგთა მონარქია
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 1785
გარდაცვალების ადგილი ნოვი-სადი, ჰაბსბურგთა მონარქია
ფსევდონიმი ზახარიე ორფელინი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი
ენა სერბული ენა
ეროვნება სერბები
მოქალაქეობა ჰაბსბურგთა მონარქია

ზახარიე ორფელინი (სერბ. Захарије Орфелин, ნამდვილი გვარი — სტეფანოვიჩი) (დ. 1726 — გ. 19 იანვარი, 1785, ნოვი-სადი, ჰაბსბურგთა მონარქია) — სერბი პოლიმატი, პოეტი, მწერალი და ისტორიკოსი. ადამიანი, რომელიც პირველმა დაიწყო წიგნების ბეჭდვა სერბულ ენაზე[1]. დააფუძნა ჟურნალი „სლავურ - სერბული მაღაზია“[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზახარიე ორფელინი დაიბადა 1726 წელს ვუკოვარში. დაწყებითი განათლება თითქმის არ მიუღია. სწავლობდა გრავირებასა და ფერწერას ვენეციაში. მთელი ცხოვრების მანძილზე სიღარიბეში ცხოვრობდა. ერთი პერიოდი მუშაობდა მასწავლებლად[2]. 1757 წლიდან იყო სრემსკი-კარლოვიცის მიტროპოლიტის პავლე ნენადოვიჩის მდივანი. 1768 წელს ორფელინმა ვენეციაში გამოსცა ჟურნალი „სლავურ-სერბული მაღაზია“, სადაც იგი მოუწოდებდა მშობლიურ ენაზე ლიტერატურის შექმნას[3].

ორფელინის საქმიანობა შთაგონებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეებით[1]. საკუთარ პოემებში მან გაამჟღავნა სერბი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი.

ასევე ცნობილია მისი „ოდები“ და „მელოდიები“, რომლებიც დაწერილია პატრიოტულ თემებზე და შეიცავს სერბეთის გათავისუფლების იდეას. ასევე წერდა თეოლოგიურ თხზულებებს.

ზახარიე ორფელინის ისტორიული წიგნებიდან ცნობილი წიგნებია „პეტრე I“ და „ეკატერინე II“.

ორფელინის გარდაიცვალა 1795 წლის 19 იანვარს ქალაქ ნოვი-სადიში.

ორფელინის მიმდევრები სერბული ენის შემოღებაში იყვნენ: დოსიტეი ობრადოვიჩი და ვუკ კარაჯიჩი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]