ზაქარწმინდის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარწმინდის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი სვერის აღმოსავლეთით, 800 მეტრში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაეკლესიარის კედლები დაფარულია მიწით და ზედ ამოსული მცენარეებით. შემორჩა ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი ნაწილი და დასავლეთი კედლის ფრაგმენტი. გარშემო მიმობნეულია ძალიან კარგად დამუშავებული თაღის ქვები და კაპიტელი. კაპიტელს ორი პარალელური სწორკუთხა თარო და ერთი ირიბი ზოლი აქვს.

ეკლესიის ბორცვს შემოუყვებოდა გალავანი. მისგან შემორჩა სამხრეთ-დასავლეთის მცირე ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 165