ზაქარია (საკუთარი სახელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ზაქარია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ზაქარია.
ზაქარია წინასწარმეტყველი

ზაქარია — მამაკაცის სახელი. ძველ ებრაულად: "ღვთის მიერ დაუვიწყარი"(სიტყვასიტყვით:"ღმერთს ახსოვს").ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია,რომელიც გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში:"რაითა ხიძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი,დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა,ძისა ბარაქისა,რომელი წარწყმდა შოვრის საკურთხეველისა მის და ტაძრისა"(ლუკა 11,50-51)[1].

ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს,რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი.ახლო წარსულიდან უპირველეს ყოვლისა მოგვაგონდება დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი[2][3].

ზაქარია-ს მოფერებითი ფორმებია: ზაქრო, ზაქრუა, შაქრო, შაქარა...

მათგან ნაწარმოები გვარებია: ზაქარიაძე, ზაქარიაშვილი, ზაქარაძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქარეიშვილი, ზაქარაია, ზაქარია, ზაქროშვილი, ზაქუტაშვილი, ზარქუა(_ზაქრუა) ,ზაქრაძე...

ამ სახელის მატარებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]