ზაქარია ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ჯორჯაძე

ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძე (დ. 1847 — გ. 1895) — თავადი, ქართველი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა და მუშაობდა მეღვინეობის ცნობილ ევროპულ ცენტრებში — კლოსტერ-ნაიბურგსა (ავსტრია) და მონპელიეში (საფრანგეთი). ჰქონდა მამული კახეთში, თელავის მაზრის სოფელ საბუეში. საქართველოში პირველმა დანერგა მოსახლეობიდან ყურძნის შესყიდვის და ღვინის ევროპული ტექნოლოგიით დამზადების პრაქტიკა. 1888 წელს ბრიუსელის საერთაშორისო სასოფლო-­სამეურნეო გამოფენაზე „ზ. ჯორჯაძისა და კომპანიის“ მიერ ექსპონირებულ ქართულ ღვინოს ოქროს მედალი მიენიჭა. არჩეული იყო ავკასიის სასოფლო-­სამეურნეო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარედ.

ცოლად ჰყავდა თამარ ირაკლის ასული ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1855 — გ. 1940). მათი შვილები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]