ზაქარია შავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარია შავაძე (დ. 28 იანვარი, 1948, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, პედაგოგი, იყო სსი „თბილქალაქპროექტის“ პროექტის მთავარი არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით.

1971 წლიდან მუშაობადა სსი „თბილქალაქპროექტში“ ქალაქის დაგეგმარების სახელოსნოში ტექნიკოსის, არქიტექტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1972 წლიდან სსი „კურორტპროექტის“ საქართველოს ფილიალში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1978 წლებში იყო სსი „საქქალაქმშენსახპროექტში“ ჯგუფის ხელმძღვანელი; 1978 წლიდან ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ადაპტაციის განყოფილების ხელმძღვანელად 1978-2012 წლებში. იყო სსი „თბილქალაქპროექტის“ პროექტის მთავარი არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი.

1997 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე. მის მიერ ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი „კოლხეთი“ კურორტ მენჯში 500 ადგილზე. მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სახლები თბილისში. სავაჭრო დანიშნულების ობიექტი თბილისში. 270-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში. 64-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ვაზისუბნის დასახლებაში. 200 მოსწავლეზე საჯარო სკოლები სოფელ ნოქალაქევში და სოფელ ხაჟალიაში. საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია. საცხოვრებელი კომპლექსი სამტრედიის ქუჩაზე და სხვა მის მიერ დაპროექტებულია სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 600-601

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]