ზაქარია კობიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობიაშვილი.

ზაქარია (ზურაბ) სიმონის ძე კობიაშვილი (კობიევი; დ. 2 აპრილი, 1864, სოფ. ახატანი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 21 თებერვალი, 1931, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე და კოლექციონერი, გენერალ-მაიორი.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. 1884 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. დაამთავრა ელიზავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სკოლა და კორნეტად ჩაირიცხა ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905), სადაც დაიჭრა. სამხედრო სამსახურში თავის გამოჩენისთვის 1906 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. შემდგომ წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17, შემდეგ ვოლინის ულანთა მე-6 პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკობა და გადაიყვანეს სმოლენსკის ულანთა მე-3 პოლკში. I მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციაში (1914). 1914-1915 წლებში მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს, 1916-1917 წლებში — ვოლინის ულანთა მე-6 პოლკს. შემდეგ ირიცხებოდა ოფიცერთა რეზერვში. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1904), IV (1905) და II (1905), წმ. სტანისლავის II (1905), წმ. ვლადიმერის IV (1905) და წმ. გიორგის IV (1906) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1914).

1919 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ჰქონდა ფერწერული ტილოების და იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე.წ. „ბუდისტური კოლექცია“) ნიმუშების მდიდარი კოლექცია. ფერწერული კოლექცია — XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ხელოვნების 28 ნიმუში — კობიაშვილმა 1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას (რომლის ნამდვილი წევრიც თავად იყო) გადასცა. 1926 წელს იარაღისა და „ბუდისტური კოლექცია” გენერლისგან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა შეიძინა. მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, რომელიც ჭადრაკის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით განადგურდა და გენერლის საფლავი დაიკარგა. ცოლად ჰყავდა (1919 წლიდან) თამარ თუმანიშვილი. შვილი არ ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]