ზაქარია ვეშაპურის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ვეშაპურის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები დაპროექტებული II ქუჩა, ყუბანის ქუჩა, ნატალია ლელაშვილის ქუჩა, გიორგი ლელაშვილის ქუჩა

ზაქარია ვეშაპურის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია). დასაწყისი ცოტნე დადიანის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე დაპროექტებული II ქუჩა ერქვა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ყუბანის ქუჩა, 1923 წლიდან — ნატალია ლელაშვილის, 1938 წლიდან გიორგი ლელაშვილის სახელი ერქვა. 1995 წელს ზაქარია ვეშაპურის სახელი ეწოდა. აქვს 1 გასასვლელი, 1 შესახვევი და 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]