ზაქარია დოდორქელი
იერსახე
ზაქარია — დავითგარეჯის დოდოს მონასტრის წინამძღვარი 1704-1708 და 1711-1712 წლებში. XVII საუკუნის დასასრულს აღადგინა უცხოელ დამპყრობთა მიერ მოოხრებული და გაუქმებული დოდოს მონასტერი. ზრუნავდა მისი ეკონომიკური განმტკიცებისათვის; მატერიალური დახმარება და ადგილ-მამულები მიიღო ნინოწმინდელი ეპისკოპოსის იოსებისაგან (ვაჩნაძე), კახეთის სამეფო კარისაგან და სხვა. საკუთარი სახსრებით მონასტერს შეუძინა ვენახი საგარეჯოში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.