ზაქარია ანჩელი
იერსახე
ზაქარია ანჩელი — IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ანჩელი მღვდელმთავარი.
ცნობილია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“, რომლის მიხედვითაც ზაქარია გამოირჩეოდა სიწმინდითა და სასწაულთმოქმედებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, მოიხსენიება კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა (VIII–IX სს.) შორის 5 (18) ოქტომბერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.