ზაქათალას ოლიმპიური სპორტული კომპლექსის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქათალას ოლიმპიური სპორტული კომპლექსის სტადიონი

ზაქათალას სტადიონი
მდებარეობა ზაქათალა, აზერბაიჯანი
აშენდა 2006-2008
გაიხსნა 2008
ტევადობა 3500

ზაქათალას ოლიმპიური სპორტული კომპლექსის სტადიონი — ქალაქ ზაქათალას მთავარი სტადიონი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „სიმურგის“ საშინაო არენა. გაიხსნა 2008 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონი აშენდა გალადუზუს (ზაქათალას) მიდამოებში, სადაც ადრე ძველი არენა იყო. სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ბულგარულმა კომპანია „Dynamic Resource“-მა, სწორედ ამ კომპანიამ შეადგინა სამშენებლო პროექტი, რომელიც შეკვეთილი იყო კომპანია „General Constructions“-ის მიერ. სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა 2006 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე. სულ დაახლოებით 10 მილიონი მანეთი (დაახლოებით 12,5 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯა სტადიონის მშენებლობისთვის.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონის სტრუქტურა მრავალფუნქციურია. კომპლექსის საერთო ფართობი 2.3 ჰექტარია. ტევადობაა 3500 მაყურებელი. VIP სტუმრების ცალმხრივი ტრიბუნა გათვლილია 181 ადამიანზე. მთავარი ველის ზომა ხელოვნური ტურფით 105x68 მეტრია. აქ არის რამდენიმე მცირე სავარჯიშო გაზონი, დიდი გათბობის სისტემა, 300 კუბური მეტრი წყლის ავზი, სადრენაჟე და ელექტრონული სარწყავი სისტემა.

სტადიონი ასევე აღჭურვილია ხელოვნური განათებით, სარბენი ბილიკებით, ბილეთების სალაროებიუ, სპეციალური ადგილებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია გუნდების და მსაჯების ოთახები, გასახდელები, დოპინგ–ტესტების ლაბორატორია, ინტერნეტ–კაფე, ბარი, VIP–ბარი, ექიმებისა და მასაჟის ოთახები, პრეს–ცენტრი, პრეს–ყუთი და კომენტატორების კაბინა [1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის simurqpfk არ არის მითითებული ტექსტი; $2