მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაფხულის ცხენისკბილა[1] (ლათ. Leucojum aestivum) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს უფოთლო, წახნაგებიანი ღერო; 10 ხაზური ფორმის ფოთოლი, 9-10-ყვავილიანი გრძელი ყვავილედი ქოლგა ღეროზე. ყვავილი თეთრია, წვერში მწვანე ლაქებით. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია მარტ-მაისი. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში, ყირიმში, ახლო აღმოსავლეთში; საქართველოში მხოლოდ დასავლეთ ნაწილშია ცნობილი. იზრდება ზღვის სანაპირო ჭაობებში, დაჭაობებულ მდელოებზე, მურყნარებში, არხების ნაპირებზე.[2]