ზარუბინეცის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარუბინეცის და პშევორის კულტურების გავრცელების რაიონები І ს. ახ. წ.ა.
   — ზარუბინეცის კულტურა,

ზარუბინეცის კულტურარკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. III ს. — ახ. წ. III საუკუნე), გავრცელებულია დასავლეთ და ცენტრალური უკრაინის, სამხრეთ ბელარუსის და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე[1]. აღმოჩენილია 1899 წ. არქეოლოგ ბიკენტი ხვოიკის მიერ და ეწოდა კიევის ოლქში მდებარე ამავე სახელწოდების სოფლის პატივსაცემად.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურია გავრცელების არეალი მოიცავს პიატსკის პოლესიეს, ზედა და შუა დნეპრისპირეთს.[2]

გენეტიკური კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარუბინეცის კულტურის ფორმირებაზე ძლიერი გავლენა იქონიეს ლატენის კულტურის კელტებმა. გენეტიკურად დაკავშირებულია პშევორის კულტურასთან, დასძლია ავტოქტონური მილოგრადის კულტურა. შეიცვალა ჩერნიახოვის და მონათესავე კიევის კულტურით. არეალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი ბალტების მოსახლეობასთან ურთიერთქმედების შედეგად, წარმოიქმნება მოშინსკის კულტურა[3], ასევე შენარჩუნდა ლოკალური ვარიანტიც კოლოჩინსკის კულტურის სახით. ერთ ერთი რუსი წამყვანი არქეოლოგი გ. ლებედევი ფიქრობს: «სწორედ ზარუბინეცის კულტურის გაჩენით... იწყება ყველა ის გარდაქმნები ტყის ზონაში, რომლებმაც შემდეგ გამოიწვია პრაღის ტიპის კულტურების (ანუ სლავური, ვ.ე.)».[4] ბელარუსის ტერიტორიაზე გამოყოფენ ამ კულტურის ორ სახესხვაობას — პოლესიის და ზემოდვინის ჯგუფებს.

ეთნიკური კუთვნილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პ. ნ. ტრეტიაკოვი[5], ვ. ვ. სედოვი[6], ვ. ვ. ხვოიკო[7], ბ. ა. რიბაკოვი [8] თვლიან ამ კულტურას ადრესლავურ კულტურად, ვენედების კულტურად[2] (ვ. პ. კობიჩევი, კ. ლ. ეგოროვი, მ.ბ. შჩუკინი, დ.ა. მაჩინსკი, ა.მ. ობლომოვსკი, რ.ვ. ტერპილოვსკი, დ.ნ. კოზაკი).

ვიკიციტატა
«…ყველაფერი ხდება სულ უფრო ნათელი, რომ პომორიელი ვენედების ექსპანსიამ (?) გამოიწვია არა მარტო პშევორის კულტურის წარმოქმნა, არამედ საბოლოოდ წარმოადგენდა ზარუბინეცის კულტურის ფორმირების ძირთად ფაქტორს ვისლის აღმოსავლეთით დიდ არეალზე გავრცელებაზე»."[9]

მატერიალური კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაძერწი კერამიკა - სამეთუნეო წრის გამოყენების გარეშე, რომელიც ცნობილი იყო მათი დასავლელი მეზობლებისთვის - ლატენის კულტურის კელტებისათვის. სამაროვნებში არის ბრინჯაოს ფიბულები. მოსახლეობა ეწეოდა მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას და ნადირობას. განვითარებული იყო მჭედლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი.პ. რუსანოვა, VI-IX სს. სლავური სიძველეები დნეპრსა და დასავლეთ ბუგს შორის, მ., 1973
  • ვ.ე. ერემენკო, "კელტური ვუალი" და ზარუბინეცის კულტურა. ეთნოპოლიტიკური რეკონსტრუქციის პროცესების ცდა III-I სს. ძვ. წ.ა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში., სპბ, 1997
  • ი. ბორკოვსკი, Staroslovanská keramika ve Strědni Evropě, Praha, 1940

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პ.ნ. ტრეტიაკოვი, ძველრუსული ხალხების სათავეებთან. მია, 1970(179), (სლავები და ბალტები დნეპრთან ახალი ერის დასაწყისში - ფ.27-43). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-08. ციტირების თარიღი: 2011-01-20.
  2. 2.0 2.1 კ.ლ. ეგოროვი, კიევის რუსეთის განათლება
  3. ვ.ვ. სედოვი, გოლიადი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2011-01-20.
  4. გ.ლებედევი დავბრუნდეთ სათავეებთან[მკვდარი ბმული]
  5. პ.ნ. ტრეტიაკოვი ზემო პოდნეპროვიის ზარუბინეცის ტომების განსახლება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-20.
  6. ადრე სლავების წარმოშობა და ისტორია
  7. მ.ი. ჟიხი ადრეულ შუა საუკუნეებში ხორვატების წარმოშობა და განსახლება
  8. ბ.ა. რიბაკოვი ძველი რუსეთის წარმართობა
  9. ვ.პ. კობიჩევი, სლავების ძველი სამშობლოს ძიებაში