ზარნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარნის (ძვ. ზარის) ეკლესია
ზარნის ეკლესია — აზერბაიჯანი
ზარნის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°30′ ჩ. გ. 46°48′ ა. გ. / 41.500° ჩ. გ. 46.800° ა. გ. / 41.500; 46.800
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი კახი
ადგილმდებარეობა ზარნა
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კახისა და ქურმუხის ეპარქია

ზარნის ეკლესია — ძველი ქრისტიანული ტაძარი დღევანდელ აზერბაიჯანში, კახის რაიონში, სოფელ ზარნასთან (ძველი ზარი). აღმართულია კახი-ზაქათალის დამაკავშირებელ ძველ გზასთან მდებარე მთის წვერზე, ტყეში. ცნობილია ფერი-ყალას სახელითაც.

წყაროებიდან მოიხსენიება ე.წ. მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310 წლის მინაწერში, საიდანაც ირკვევა რომ იგი წმინდა მთავარ-მოწამის, გიორგის სახელობის ყოფილა და მხარეში მოგზაურობის დროს, სხვა სავანეებთან ერთად მოუნახულებია პატრიარქ ექვთიმეს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]