ზარდახნის მწიგნობარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზარდახნის მწიგნობარი — მოხელე ფეოდალურ საქართველოში, ექვემდებარებოდა მწიგნობართუხუცესს, აღასრულებდა მის განკარგულებებს. სულ მწიგნობართუხუცესს ჰყავდა 26 მწიგნობარი, მათ შორის ორი გამორჩეული პატივის: პირველი მოადგილე საწოლის მწიგნობარი, ხოლო მეორე მოადგილე ზარდახნის მწიგნობარი იყო. ისინი დარბაზობისას ცალკე იდგნენ, დანარჩენი 24 მწიგნობრისგან გამოცალკევებით. ყველა მწიგნობარს ჰქონდა საწერელნი და ყოველდღიურად ეძლეოდა თითო ფურცელი, ზარდახნის მწიგნობარს ორი ფურცელი, საწოლის მწიგნობარს სამი, ხოლო მწიგნობართუხუცესს ხუთი ფურცელი. მისი უმთავრესი მოვალეობა იყო წელიწადში ერთხელ ზარდახანაში შესვლა, სამეფო კარის ქონების აღრიცხვა (ჭურჭლის, ძვირფასეულობის) და ანგარიშის დაწერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბონდო კუპატაძე, „საქართველოს ხელისუფლების ისტორია“, უნივერსალი, თბ., გვ. 39, 2009.