ზარგარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზარგარხანა — ოქრომჭედელთა უბნის სახელწოდება აღმოსავლეთის ქალაქებში.

ისტორიულ თბილისში ზარგარხანა (ასევე უწოდებდნენ ოქრომჭედელთა ბაზარს, ოქრომჭედელთა რიგებს ახლანდელ ვერცხლის ქუჩასა და მიმდებარე პატარა ქუჩებზე. ერთ-ერთი ასეთ პატარა ქუჩას, რომელიც კალისტრატე ცინცაძისა და ვერცხლის ქუჩებს აკავშირებს, დღემდე ოქრომჭედელთა ქუჩა ეწოდება (1906-1960 წწ. ერქვა იუველირის შესახვევი). ოქრომჭედელთა ცალკეული სახელოსნოები და დუქნები ძველი თბილისის სხვა უბნებშიც არსებობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 42. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985