ზარბაზნის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარბაზნის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი

ზარბაზნის ქუჩა — ძველი ქუჩა თბილისში. XIX საუკუნეში აქ, ისევე როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში (მაგალითად პეტერბურგში, დღის ყოველი 12 საათის აღსანიშნავად ზარბაზანს ისროდნენ. „საათი ზარბაზანი“ თბილისში თავდაპირველად იდგა, ძველი არსენალის (მოგვიანებით ღუნიბის მოედანი) მახლობლად, შემდეგ კი XIX საუკუნის 60-იან წლებში გადაიტანეს და დადგეს ალექსანდრეს ბაღში, ქაშვეთის ეკლესიასთან. ზარბაზნის ყოველი გასროლა ზიანს აყენებდა ქაშვეთის ეკლესიას, საყდრის კედლებიდან ცვიოდა ბათქაში, გაჩნდა ბზარები, რის გამოც ეკლესიის მესვეურებმა არაერთგზის თხოვნით მიმართეს ქალაქის ხელისუფლებას „საათი ზარბაზანი“ გადაეტანათ სხვაგან. XIX საუკუნის 80-იან წლებში იგი გადაიტანეს მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთში, არსენალის (ახლანდელი შ. გამცემლიძის) ქუჩის მახლობლად. XIX საუკუნის დასასრულს „საათი ზარბაზნის“ გამო გაჩნდა ზარბაზნის ქუჩა (ჩუღურეთში, არსენალისა და დოქის ქუჩებთან). ძველი თბილისელები ხუმრობით ერთმანეთს ეკითხებოდნენ:

ვიკიციტატა
„ზარბაზანი იყო?, ესე იგი შაბაშის (შესვენების) დრო არისო?“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]