ზარაფხანა (კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარაფხანა
ტიპი შპს
დაფუძნდა 1939
სათავო ოფისი თბილისი, ლუბლიანას ქ., №15
პროდუქცია სამკაული და სხვა საიუველირო ნაკეთობები
ფილიალი თბილისში, ბათუმში
საიტი zx.ge

ზარაფხანა — ერთადერთი საიუველირო ნაწარმის კომპანია საქართველოში. დაარსდა 1939 წელს თბილისში.[1]

კომპანიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის ისტორია 1939 წლიდან იწყება. ამ დროს ლესელიძის ქუჩის ოქრომჭედლები „თბილისის საიუველირო ფაბრიკის“ გასახსნელად გაერთიანდნენ. ფაბრიკაში ამზადებდნენ ოქროსა და ვერცხლის სამკაულს, ასევე ვერცხლის ჭურჭელს, საათების ბუდეებს და სხვა ნივთებს. 1970 წელს თბილისის საიუველირო ფაბრიკისა და თბილისის საჩუქრების ფაბრიკის „მხატვარი“ გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა თბილისის საიუველირო ნაკეთობათა ქარხანა. რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებში ქვეყნის საიუველირო ნაწარმის მწარმოებელი ხუთი საუკეთესო საწარმოს რიცხვში შედიოდა, მისი პროდუქცია დიდი წარმატებით იყიდებოდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.[2]

1997 წლიდან თბილისის საიუველირო ნაკეთობათა ქარხნის უფლებამონაცვლე გახდა საიუველირო ნაკეთობათა კომპანია „საქართველოს ეროვნული ზარაფხანა“. 2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება გახდა და ეწოდა „ზარაფხანა“.

პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია ზარაფხანა აწარმოებს ნაკეთობებს ოქროს, ვერცხლისა და თითბერისგან, როგორც ძვირფასი, ისე არაძვირფასი ქვების გამოყენებით. ამზადებენ სერიულ ნაკეთობებს, ასევე ექსკლუზიურ კოლექციებს, კორპორატიულ სუვენირებს და ინდივიდუალურ შეკვეთებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქოჩლაძე, მაკა (28 დეკემბერი, 2020). „ნიკოლოზ ნაყოფია: „ზარაფხანა“ ძლიერი კომპანიაა, გამოწვევების არ გვეშინია“. Business-Partner.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. კომპანიის ისტორია. zx.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021