შინაარსზე გადასვლა

ზარანგოლო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარანგოლო
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი ესპანეთი
რეგიონი მურსია
მთავარი
ინგრედიენტები
კვერცხი და ბოსტნეული

ზარანგოლო (ესპ. Zarangollo) — ესპანური კერძი, გავრცელებულია მურსიის ქალაქის მოსახლეობაში. მას ხშირად მიირთმევენ ამ ტერიტორიის ტაპას ბარებში.[1]

კერძი მზადდება ათქვეფილი კვერცხით, ყაბაყით, ხახვით და ზოგჯერ კარტოფილით.[2] კვერცხის გარდა ყველა ინგრედიენტს ძალიან წვრილად ჭრიან, ზეითუნის ზეთში წვავენ[3] და შემდეგ ათქვეფილ კვერცხს ურევენ. ზარანგოლოს ცხლად მიირთმევენ, როგორც წესი, აპეტაიზერად. ის სუფრასთან მიაქვთ ღვინოსა და თევზის ძირითად კერძთან ერთად, გარნირის სახით.

ტრადიციულად, კერძი კარტოფილს არ შეიცავდა,[4] თუმცა მოსახლეობამ ყაბაყის ნაცვლად მისი გამოყენებაც დაიწყო. დღესდღეობით, ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ზარანგოლო, რომელიც ორივე ინგრედიენტით არის მომზადებული.

  1. Dolores Baró, María. Zarangollo es (2008). ციტირების თარიღი: 2025-10-21
  2. zarangollo recipe. ციტირების თარიღი: 26.10.25.
  3. Spanish Scrambled Eggs with Zucchini. ციტირების თარიღი: 26.10.25.
  4. Zarangollo Murciano. ციტირების თარიღი: 26.10.25.