ზანის ხის ეკლესია
იერსახე
ზანის ხის ეკლესია — XIX საუკუნის ხის ეკლესიის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის ტერიტორიაზე, სენაკი-ჩხოროწყუს ავტომაგისტრალზე მარჯვნივ მდებარე სასაფლაოზე. ნაშენია ხის მასალით, დგას რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე. წარმოადგენს შვერილ აფსიდიან გუმბათოვან ეკლესიას, რომელზეც დასავლეთით თაღებით გახსნილი ფანჩატურიანი გუმბათოვანი სამრეკლოა მიშენებული. ეკლესიის გუმბათები რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზეა აღმართული. მისი ფორმა კვადრატული ფორმისაა, გადახურვა თუნუქის სახურავითაა. შესასვლელი გააჩნია სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. მიმდინარეობს შიდა ინტერიერის რესტავრაცია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5198