მიხეილ ზანდუკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზანდუკელი, მიხეილ)
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ზანდუკელი
მიხეილ ზანდუკელი.jpg
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი 1889(1889-10-14)
დაბ. ადგილი არანისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 აპრილი 1968(1968-04-02) (78 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პედაგოგი და ლიტერატურათმცოდნე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი (დ. 14 ოქტომბერი, 1889, სოფ. არანისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1968, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1913 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მისდევს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის სწავლების პროცესების მეთოდიკის დახვეწაში, სასწავლო პროგრამებისა და სწავლების პროცესების გარდაქმნაში.

1921-1929 წლებში მიხეილ ზანდუკელი იყო თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის გამგე და ამავე დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. აქ შემუშავებული სწავლების ახალი მეთოდები ფარტოდ ინერგებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგელებს გარეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ ზანდუკელი კითხულობდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იგი სხვადასხვა დროს განაგებდა ახალი ქართული ლიტერატურის კათედრას, იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.

თაობებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა მიხეილ ზანდუკელის სამტომეული, რომელშიც საფუძვლიანადაა გაანალიზებული გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საკითხები. ფუნდამენტური შრომები უძღვნა ავტორმა ვაჟა-ფშაველას, ილიას, შიო არაგვისპირელს, თერგდალეულთა შემოქმედებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას თბილისში, ვერაზე.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 155, თბ., 1994