ზანდარაკი
იერსახე
ზანდარაკი | |
---|---|
კოორდინატები: 42°50′36″ ჩ. გ. 42°09′20″ ა. გ. / 42.843500° ჩ. გ. 42.155667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2755 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
აკავშირებს | მაგანისა და თხეიშის ხეობებს |
ამგებელი ქანები | ბაიოსური პორფირიტი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-კონგლომერატი და ტუფ-ქვიშაქვა |
ზანდარაკი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2755 მ.
ზანდარაკის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. ზანდარაკის უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 306–307.