ზანავის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზანავის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში. აგებულია X-XV საუკუნეებში.

ჭულეს მონასტრის მთავარი ნაგებობა წმინდა გიორგის სახელობის, XIII საუკუნის, გუმბათიანი ეკლესიაა. მრავალგზის დაზიანებისა და აღდგენის გამო ტაძარს თავდაპირველი სახით არ მოუღწევია. ძეგლი თავისი არქიტექტურით საფარა-ზარზმის ხუროთმოძღვრულ ჯგუფს განეკუთვნება. ინტერიერში, ჩრდილოეთ ბურჯზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერა მხატვრის სახელს - „არსენს“ გვამცნობს. ამავე წარწერით განისაზღვრება მოხატულობის თარიღი - 1381 წელი. სამხრეთ კედელზე სამცხის მმართველ ჯაყელთა ჯგუფური პორტრეტია წარმოდგენილი. ტაძარში არის მხატვრობის ადრეული ფენაც, რომელიც XIII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის დასავლეთით მდგარი სამრეკლო - ქართული არქიტექტურის საინტერესო ნიმუში - ახლა მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9054