ზამთრის პირველი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზამთრის პირველი ხიდი
1-й Зи́мний мост
კოორდინატები 59°56′29″N 30°19′07″E / 59.941458° ჩ. გ. 30.318644° ა. გ. / 59.941458; 30.318644
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი, გასახსნელი
სიგრძე 19,4 მ
სიგანე 21,2 მ
გახსნის თარიღი 1720
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810695001

ზამთრის პირველი ხიდი (რუს. 1-й Зи́мний мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პირველ და მეორე ადმირალტეიტის კუნძულებს. არის XVIII საუკუნის საინჟინრო მშენებლობის ძეგლი[1]. ხიდის სიგრძეა - 19,4 მეტრი, სიგანე - 21,2 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მილიონერების ქუჩის ღერძზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ახალი ერმიტაჟი და სასახლის მოედანი.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ერმიტაჟის ხიდი, ხოლო ქვედა მიმართულებით - ზამთრის მეორე ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „ადმირალტეისკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1738 წლიდან ხის კოჭებიან ხიდს უწოდეს გერმანული ხიდი ამ რაიონში მდებარე გერმანული დასახლების გამო. 1770 წლიდან 1828 წლამდე ეწოდებოდა მილიონერების ხიდი, ზამთრის ხიდი ეწოდებოდა 1829-1930 წლებში, ხოლო 1940 წლიდან ეწოდება ზამთრის პირველი ხიდი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის მუცლიანი ხიდი აღნიშნულ ადგილზე ააშენეს 1718-1720 წლებში, ძალიან მალევე ზამთრის სასახლეში არხის გაყვანისთანავე. XVIII საუკუნის შუა წლებში შეცვალეს სამმალიანი ქვის ხიდით. 1783-1785 წელს ამ ადგილზე გადაიტანეს გრანიტის თაღოვანი ხიდი წითელი არხიდან, რომელიც აგებული იყო 1768 წელს. სავარაუდოდ პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები იგნაციო როსი და იური ფელტენი[3]. სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ტ. ი. ნასონოვი.

1955 წელს ხიდზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ბ. ლევინის პროექტის მიხედვით. რესტავრაციის პერიოდში ნაწილობრივ შეცვალეს ხიდის სავალი ნაწილი[1].

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ამჟამად ერთმალიანი და თაღოვანია. ხიდის ფასადი მოპირკეთებულია გრანიტის ფილებით. მოაჯირებად გამოყენებულია გრანიტის ყრუ პარაპეტები. ხიდის სავალი ნაწილი ასფალტ-ბეტონისაა, ტროტუარებზე გრანიტის ფილებია დაგებული. ხიდის სიგრძეა - 15,5 მეტრი, ხოლო სიგანე - 28,5 მ[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 446. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 312. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1-й Зимний мост//СПб ГБУ «Мостотрест»
  2. Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 49. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  3. Зимние мосты//Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-26. ციტირების თარიღი: 2018-11-15.