ზამთრის მეორე ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზამთრის მეორე ხიდი
2-й Зи́мний мост
კოორდინატები 59°56′27″N 30°19′10″E / 59.940939° ჩ. გ. 30.319503° ა. გ. / 59.940939; 30.319503
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი, გასახსნელი
სიგრძე 20,5 მ
სიგანე 10 მ
გახსნის თარიღი 1940

ზამთრის მეორე ხიდი (რუს. 2-й Зи́мний мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში, ზამთრის არხზე. ერთმანეთთან აკავშირებს პირველ და მეორე ადმირალტეიტის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 20,5 მეტრი, სიგანე - 10 მ. ხიდის სახელწოდება ცნობილია 1940 წლიდან[1].

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე მოიკის მარჯვენა სანაპიროზე. № 31 და 35 სახლებს შორის. დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ზამთრის პირველი ხიდი. უახლოესი მეტროსადგურია „ადმირალტეისკაია“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს სასახლის მოედანზე სადღესასწაულო დემონსტრაციების ჩასატარებლად ააგეს ხის კოჭებიანი ერთმალიანი ხიდი[2].

1964 წელს ხიდი გადააკეთეს და გახდა ერთმალიანი, თაღოვანი და იგი რკინაბეტონით ააგეს. პროექტი ავტორი იყო ვ. ს. ქსენოფონტოვი, ხოლო არქიტექტორი ლევ ალექსანდრეს ძე ნოსკოვი[3][4].

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანი და თაღოვანია. მალები შესრულებულია ლენტის სახით რკინა-ბეტონისაგან. ხიდის საყრდენები მონოლითური რკინა-ბეტონითაა აგებული. მოპირკეთებულია გრანიტის ფილებით. ხიდის სიგრძეა - 20,5 მეტრი, ხოლო სიგანე - 10 მეტრი[2]. ხიდის ფასადი მოპირკეთებულია ვარდისფერი გრანიტით. მოაჯირებად გამოყენებულია გრანიტის ყრუ პარაპეტები. გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები ასფალთ-ბეტონისგანაა დამზადებული.

გარეგნულად ხიდი იმეორებს მეზობელი ზამთრის პირველი ხიდის სახეს, რომელიც ზამთრის არხის ანსამბლს ასრულებს[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 446. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 312. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Алексеева С. В., Владимирович А. Г., Ерофеев А. Д. и др. «Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика. Полный свод названий за три века: Справочник-путеводитель». СПб., Лик, 1997, стр.49
  2. 2.0 2.1 Степнов 1991.
  3. Мосты Ленинграда 1986.
  4. 4.0 4.1 Повесть о ленинградских мостах 1971.