ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
იერსახე
„ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ | |
---|---|
ავტორი | ჯონ სტაინბეკი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Viking Press |
გამოცემის თარიღი | 1961 |
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა (ინგლ. The Winter of Our Discontent) — ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, უკანასკნელი რომანი, გამოქვეყნდა 1961 წელს. სათაური მომდინარეობს შექსპირის პიესიდან „რიჩარდ III“.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების პროტაგონისტია ითან ჰოული, ყოფილი არისტოკრატი. მისმა მამამ მთელი ქონება დაკარგა, რის გამოც ეთანს გამყიდვლად უწევს მუშაობა სურსათის იმ მაღაზიაში, რომელსაც ოდესღაც მისი ოჯახი ფლობდა. ეთანის ცოლი, მერი და მისი შვილები უკმაყოფილოები არიან თავიანთი სოციო-ეკონომიკური სტატუსით და ვერ აფასებენ ეთანის პატიოსნებას და ზნეობრიობას, რომლის შენარჩუნებასაც იგი კორუფციით სავსე საზოგადოებაში ახერხებს. ეს გარე და ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები ეთანს უბიძგებს, გადააბიჯოს თავის პატიოსნებას, რათა უწინდელი სტატუსი და ქონებრივი მდგომარეობა დაიბრუნოს.