ზალცბურგის ფესტივალი

ზალცბურგის ფესტივალი (გერმ. Salzburger Festspiele) — ზაფხულის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ზალბურგში, ავსტრია. ფესტივალზეა საკონცერტო ნომრები, საოპერო და დრამატული სპექტაკლები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზალცბურგში 1877 წლიდან არასისტემატურად ტარდებოდა მუსიკალური ფესტივალები. ფესტივალის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო 1920 წელს ფესტივალის წინსვლისა და განვითარებისთვის ბევრს მუშაობდნენ: მწერალი ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, კომპოზიტორი რიხარდ შტრაუსი, რეჟისორი მაქს რაინჰარდტი, არქიტექტორ-დეკორატორი ალფრედ როლერი, ვენის სახელმწიფო ოპერის დირექტორი ფრანც შალკი და სხვები). დასაწყისში ფესტივალზე წარმოადგენდნენ კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, 1922 წლიდან პროგრამაში დაამატეს მოცარტის მეოთხე სიმფონია. შემდგომ რეპერტუარში გაჩნდა ავსტრო-გერმანელი კომპოზიტორების (მოცარტის, გლუჯის, შტრაუსის და სხვები) ნაწარმოებები. უკანასკნელ წლებში ფესტივალის რეპერტუარში გაჩნდა სხვა ავტორების ნაწარმოებებიც, შესრულდა მრავალი მსოფლიო პრემიერა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ საუკუნის დირიჟორები: არტურო ტოსკანინი, ბრუნო ვალტერი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ჰერბერტ ფონ კარაიანი და სხვ. 1967 წელს კარაიანის ორგანიზებით, ზალცბურგში გაიმართა სააღდგომო ფესტივალები. სპექტაკლები და კონცერტები იმართება დიდ საფესტივალო სასახლეში და სხვ.

საფესტივალო წარმოდგენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო პრემიერების ნაწილი ზალცბურგის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: ორფის „ანტიგონა” (1952 წელს), გოტფირდ ფონ ეინემის „პროცესი”(1953 წელს). პირველად სწორედ ამ ფესტივალზე, 1965 წელს დაიდგა მ. მუსორგსკის ოპერა „ბორის გოდუნოვი” (დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი). ბოლო წლების ფესტივალებზე წარმოდგენილი ოპერებია: რიხარდ შტრაუსის „ქალი, ჩრდილის გარეშე”(1992 წ.), იგორ სტრავინსკის „The Rake's Progress” (1994 წ.), ლიგეტის „Opera en Texans” (1997 წ.).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]