ზაკ კოსტოპოულოსი
| ზაკ კოსტოპოულოსი | |
|---|---|
| ბერძ. Ζαχαρίας "Ζακ" Κωστόπουλος | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1985[1] |
| დაბადების ადგილი | აშშ |
| გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 2018[1] (33 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ათენი, საბერძნეთი |
| მოქალაქეობა |
|
ზაკ კოსტოპოულოსი (ბერძ. Ζαχαρίας «Ζακ» Κωστόπουλος დ. 22 აგვისტო, 1985, აშშ — გ. 21 სექტემბერი, 2018, ათენი, საბერძნეთი) — ბერძენ-ამერიკელი აქტივისტი, რომელიც იცავდა ლგბტ პირების, შიდსით ინფიცირებულების, და ლტოლვილების უფლებებს. ის დრაგ შემსრულებლად მუშაობდა ფსევდონიმით Zackie Oh. [2] მისი მკვლელობა მოხდა 2018 წლის 21 სექტემბერს ათენში, ომონიასთან ახლოს, დღისით და ხალხმრავლობაში. თავდაპირველად მასზე იძალადეს სამოქალაქო პირებმა, ხოლო შემდეგ — პოლიციამ. ზაკი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მისი მკვლელობისთვის ორი მამაკაცი ცნეს დამნაშავედ.
ოჯახური ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაკი დაიბადა 1985 წელს შეერთებულ შტატებში ბერძნული ემიგრანტი ოჯახის წევრად. ოჯახი საბერძნეთში დაბრუნდა, როცა ის შვიდი წლის იყო. ზაკი კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ ახალგაზრდობაში და საბოლოოდ დაბრუნდა საბერძნეთში.[3][4] ის სწავლობდა მსახიობობასა და მარკეტინგს სკოლაში.[4]
2014 წლის მუნიციპალიტეტურ არჩევნებში ზაკი წარსდგა ათენის მუნიციპალიტეტის საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სიიდან Π.Ν.ΟΙΚ.Α („პროექტი ახალი და ეკოლოგიური ათენისთვის“, Πρωτοβουλία για μια Νέα και Οικολογική Αθήνα), მაგრამ დამარცხდა.[5] ის იყო შიდსით ინფიცირებული.[5]
აქტივისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსტოპულოსი მუშაობდა „ათენის Check Point“-ში და იყო მოხალისე ორგანიზაცია „პოზიტიური ხმა“-ში — რომელიც აერთიანებს აივ-დადებით ადამიანებს საბერძნეთში. ის წერდა სტატიებს ინტერნეტსა და გაზეთებისთვის.[6] იგი ასევე იყო ლესბოსელთა საბერძნეთის თემის (OLKE) პრეზიდენტი. კოსტოპულოსი მონაწილეობდა დრეგ-შოუებში ათენში ფსევდონიმით „Zackie Oh“. [7] 2017 წელს მან შეასრულა Disco Inferno ათენის პრაიდზე.[8]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსტოპულოსი 2018 წლის 21 სექტემბერს მოკლეს ათენის ცენტრში, [9]გლადსტონოს ქუჩაზე. იგი დაკრძალეს ქალაქ კირაში, სადაც გაიზარდა.[10]
არ არის ცნობილი, როგორ აღმოჩნდა კოსტოპულოსი გლადსტონოს ქუჩაზე მდებარე სამკაულების მაღაზიაში, სადაც მისი მკვლელობა დაიწყო.[11] სხვა ბერძენმა ლგბტქ აქტივისტმა, გრიგორის ვალიანატოსმა განაცხადა, რომ კოსტოპულოსი მაღაზიაში ქუჩაზე დაწყებული დაპირისპირებისგან თავის დასაღწევად შევიდა.[12]
მკვლელობის ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ კოსტოპულოსი იყო უიარაღო და ცდილობდა გაქცევას მაღაზიიდან, როცა მას დაესხნენ თავს მაღაზიის მფლობელი და კიდევ ერთი კაცი — უძრავი ქონების აგენტი, რომელიც ერთ-ერთი მემარჯვენე რადიკალური პარტიის, „ნაციონალური ფრონტის“, მაღალი თანამდებობის პირი იყო.[13] მას შემდეგ, რაც მაღაზიის მფლობელმა გატეხა ვიტრინა, კოსტოპულოსი მიძვრებოდა გარეთ, რა დროსაც მას თავში ფეხით ურტყამდნენ, რის შემდეგაც ის ძირს დაეცა.[12]
პოლიციის ადგილზე მისვლისას, მიუხედავად იმისა, რომ კოსტოპულოსი მძიმედ იყო დაშავებული, ის დააკავეს და ხელბორკილები დაადეს. პოლიციელებმა სცემეს ზაკი. ის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.[11]
მოწმე ფილიპოს კარაგიორგისმა მკვლელობა „ლინჩის წესით გასამართლებას“ შეადარა და გააკრიტიკა მომხდარის მნახველები იმის გამო, რომ „უყურებდნენ, თითქოს ფილმს უყურებდნენ“ და არ ჩაერივნენ.[14] პოლიციამ არ დააკავა მკვლელობაში მონაწილე პირები დაუყოვნებლივ, არც ადგილზე მყოფი ყველა მოწმე დაკითხა და არც დანაშაულის ადგილი დაუბლოკავს.[11]
საწყის ეტაპზე ბერძნული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოსტოპულოსი ნარკოდამოკიდებული იყო და სამკაულების მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა. თუმცა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მის ორგანიზმში არ იპოვეს ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი. მედიკო-ლეგალურმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ის გარდაიცვალა მრავლობითი დაზიანებების შედეგად, განსაკუთრებით — თავის არეში მიღებული დაზიანებებით.[14]
კოსტოპულოსის ოჯახმა სიკვდილის გარემოებების შესასწავლად მიმართა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კვლევით ცენტრს, Forensic Architecture-ს.[14] ამ ორგანიზაციის გამოძიებამ აჩვენა, რომ პოლიციას გამორჩა შემთხვევის ადგილს მიმდებარე თორმეტი კამერის ჩანაწერი და ასევე არ დაუკითხავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც ჩანდა ვიდეომასალაში.[11]
Forensic Architecture-ის გამოძიების შედეგად, საქმე 2019 წელს ხელახლა გაიხსნა. ექვსი პირი — მათ შორის ოთხი პოლიციელი, მაღაზიის მფლობელი და კიდევ ერთი კაცი, რომელიც ვიდეოში კოსტოპულოსის ცემაში მონაწილეობს — ბრალდებულ იქნა სხეულის დაზიანებით გარდაცვალების გამოწვევის მუხლით. კოსტოპულოსის ოჯახი ითხოვდა, რომ საქმე განხილულიყო როგორც განზრახ მკვლელობა.
სასამართლო პროცესი, რომელიც თავმჯდომარე მოსამართლე გიორგოს კასსიმისმა „ისტორიულად“ შეაფასა, თავდაპირველად 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გადაიდო COVID-19-ის პანდემიის გამო. საბოლოოდ, სასამართლო პროცესი დაიწყო 2021 წლის 21 ოქტომბერს.
2022 წლის 3 მაისს, ორი ადამიანი დამნაშავედ, ხოლო პოლიციელები უდანაშაულოდ ცნეს.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018, 2019 და 2021 წლებში აქტივისტებმა ათენში გამართეს მარშები ზაკ კოსტოპულოსის მკვლელების დასჯის მოთხოვნით. ამ აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა სლოგანი: „ზაკი ცოცხალია — გაანადგურე ფაშისტები“.
2019 წელს, ათენის მუნიციპალიტეტის საბჭოში „სირიზას“ ფრაქციის ლიდერმა ნასოს ილიოპულოსმა გლადსტონოს ქუჩისთვის (ბერძნ.: οδός Γλάδστωνος) ზაკ კოსტოპულოსის ქუჩის (ბერძნ.: οδός Ζακ Κωστόπουλου) სახელის მინიჭება მოითხოვა. ამ ინიციატივას ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანისმა, უპასუხა საპირწონე წინადადებით — შეექმნათ მონუმენტი შეუწყნარებლობის, რასიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
2021 წელს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის მკვლევარმა ახლად აღმოჩენილ ციანობაქტერიის სახეობას დაარქვა Iphianassa zackieohae კოსტოპულოსის პატივსაცემად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 http://www.kathimerini.gr/987290/opinion/epikairothta/ellada/sth-syntomh-zwh-toy-etrexe-panta-na-3efygei-apo-kati
- ↑ Athinakis, Dimitris (29 September 2018). Στη σύντομη ζωή του έτρεχε πάντα να ξεφύγει από κάτι [In his short life, he was always running away to escape from something]. Kathimerini (ბერძნული). ციტირების თარიღი: 8 October 2021.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. el. Deport Racism Organization (23 September 2018). ციტირების თარიღი: 8 October 2021
- 1 2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Loizou-Manske, Danae Nadia. (26 February 2015) el. ციტირების თარიღი: 8 October 2021
- 1 2 Ζακ Κωστόπουλος : «Να συμμετέχουμε, να είμαστε ορατοί και ορατές» [Zak Kostopoulos: "To participate, to be visible and visible"]. Antivirus Magazine (ბერძნული). 9 May 2014. ციტირების თარიღი: 8 October 2021.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. el. Documento News (15 January 2021). ციტირების თარიღი: 8 October 2021
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. el. Lifo (22 September 2018). ციტირების თარიღი: 8 October 2021
- ↑ Lavelle, Moira (25 September 2019). „A Year After an LGBTQ Activist's Murder in Greece, His Memory Lives on in 'Our Politics and Our Action,' Protesters Say“ (ინგლისური). Public Radio International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 October 2021.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. el. TVXS.gr (21 October 2020). ციტირების თარიღი: 8 October 2021
- ↑ Persio, Sofia Lotto (26 September 2018). „Friends Celebrate Zak Kostopoulos—Gay Activist Killed in Greece—With Glitter and Drag“. PinkNews (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 October 2021.
- 1 2 3 4 The Killing of Zak Kostopoulos. ციტირების თარიღი: 7 October 2021
- 1 2 „Gay activist lynched to death in Greece“. PinkNews. 24 September 2018. ციტირების თარიღი: 7 October 2021.
- ↑ Alexakis, Dimitris (November 2018). „"Like a prayer": In Memory of Zak Kostopoulos“. e-flux. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 7 October 2021.
- 1 2 3 Smith, Helena (20 December 2020). „'Zak's an icon': the long fight for justice over death of Greek LGBT activist“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 October 2021.