ზაკრუტკინის ბიუსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაკრუტკინის ბიუსტი
Бюст Закруткина
მდებარეობა სემიკარაკორსკი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მასლიჩენკო
Images.png გარე სურათები
Image-silk.png სემიკარაკორსკი. ვიტალი ზაკრუტკინის ბიუსტი


ზაკრუტკინის ბიუსტი (რუს. Бюст Закруткина) — ძეგლი ქალაქ სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მწერალს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს (1982 წ.), მესამე ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატს (1951 წ.) ვიტალი ზაკრუტკინს. ბიუსტის ავტორია ივან მასლიჩენკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სემიკარაკორსკში დგას რაიონის ცნობილი ადამიანების რამდენიმე ბიუსტი, მათ შორის: მწერალი ვ. ზაკრუტკინი, მწერალი ბ. კულიკოვი, მშენებელი ა. არაკანცევი, თევზის მრეწველობის ხელმძღვანელი ი. აბრამოვი. ამ ბიუსტების ავტორია ივანე ივანეს ძე მასლიჩენკო.

ქალაქში ზაკრუტკინის პროსპექტისა და ლენინის ქუჩის გადაკვეთზე დგას მწერალ ვ. ზაკრუტკინის ძეგლი.

ვიტალი ალექსანდრეს ძე ზაკრუტკინი დაიბადა 1908 წლის 14 მარტს ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში, მასწავლებლის ოჯახში. 10 წლის ასაკში უკვე შრომობდა. 1929 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გაემგზავრა შორეულ აღმოსავლეთში.

1932 წელს ვიტალი ზაკრუტკინმა დაამთავრა მ. კალინინის სახელობის ბლაგოვეშჩენსკის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წლიდან დაკავებული იყო ლიტერატურული მოღვაწეობით. 1936 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

დიდი სამამულო ომის პერიოდში მსახურობდა არმიაში ჯარისა და ფრონტის გაზეთის კორესპონდენტად.

გარდაიცვალა 1984 წლის 10 ოქტომბერს. დაკრძალულია როსტოვის ოლქის სტანიცა კოჩეტოვსკაიაში. მწერლის სახელი ეწოდა პროსპექტს სემიკარაკორსკში და ქუჩას კოჩეტოვსკაიაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალ ვიტალი ზაკრუტკინის ბიუსტი დგას ბეტონის კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკის ქვედა ნაწილი შეღებილია ოქროსფრად. ძეგლის გარშემო ტერიტორია მოპირკეთებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]