შინაარსზე გადასვლა

ზაინაბ ბიიშევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაინაბ ბიიშევა
ბაშკ. Зәйнәб Абдулла ҡыҙы Биишева
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1908(1908-01-15)
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო, 1996(1996-08-24) (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი უფა
დასაფლავებულია Muslim Cemetery
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი, მწერალი და ნოველისტი
ენა ბაშკირული
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი ბაშკირეთის პედაგოგიური ტექნიკური სასწავლებელი
ჟანრი პიესა, narrative poetry, ლექსი და დრამა
ჯილდოები სალავატ იულაევის ჯილდო, საპატიო ნიშნის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და People's Writer of Bashkortostan

ზაინაბ ბიიშევა (ბაშკ. әйнәб Абдулла ҡыҙы Биишева დ. 15 იანვარი [ძვ. სტ. 2 იანვარი], 1908 წელი — გ. 24 აგვისტო, 1996 წელი, უფა) — ბაშკირეთის სახალხო მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი.

ზაინაბ ბიიშევა დაიბადა ტუემბეტში 1908 წლის 15 იანვარს. დაამთავრა ორენბურგის ბაშკირეთის პედაგოგიური ტექნიკური სასწავლებელი (სახალხო განათლების ინსტიტუტი)[1]. სწავლის დამთავრების შემდეგ 1929—1931 წლებში მუშაობდა სოფელ ტემიასოვში მასწავლებლად. უფის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დასრულების შემდეგ დაიწყო მუშაობა რედაქტორად ჟურნალ „პიონერში“ (ამ ჟურნალში პირველად გამოქვეყნდა მისი ნაწარმოები „ჩანჩქრებს შორის“). ზაინაბის პირველი წიგნი „პარტიზანი ბიჭი“ 1941 წელს გამოქვეყნდა.

გარდაიცვალა 1996 წელს ქალაქ უფაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]