ზაიმო-ობრივის ფერისცვალების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაიმო-ობრივის ფერისცვალების ეკლესია
ზაიმო-ობრივის ფერისცვალების ეკლესია — რუსეთი
ზაიმო-ობრივის ფერისცვალების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ზაიმო-ობრივი
სასულიერო სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100439000
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პ. სტუდენიკინი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება 1910

ზაიმო-ობრივის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Церковь Спаса Преображения) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ზაიმო-ობრივში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1910 წელს[1]. ეკლესია არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ზაიმო-ობრივი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერისცვალების ეკლესია როსტოვის ოლქის აზოვის რაიონის სოფელ ზაიმო-ობრივში ააგეს 1910 წელს[1] (სხვა მონაცემებით 1909 წელს[3]) დონელი არქიტექტორის პ. სტუდენიკინის პროექტის მიხედვით. ეკლესია აგებული იყო ნეობიზანტიურ სტილში. მისი სიმაღლე იყო 35,5 მეტრი და 21 მეტრი სიგანე. ეკლესია თავისი მოქმედების პირველ წლებში მოითვლიდა 3 000-მდე მრევლს[3].

საბჭოთა ხელისუფლების წლებში შენობა ნახევრად დაზარალდა, დაანგრიეს სამრეკლო, ხოლო ეკლესიის გადარჩენილ ნაწილში განათავსეს ხორბლის საცავი[3].

1989 წლიდან დაიწყო ეკლესიის აღდგენა. სამრეკლო ააშენეს თავიდან. ეკლესიის გარშემო დააგეს ტროტუარის ფილები. ეკლესიის კედლები თავიდან შელესეს, ააგეს სატრაპეზო. ეკლესიასთან გაიხსნა საკვირაო სკოლა[3].

1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების მიხედვით ეკლესია აღიარეს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად[2].

2014 წლიდან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ინტერიერის აღსადგენად[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Займо-Обрыв|Церковь Спаса Преображения. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-17.
  2. 2.0 2.1 Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-18. ციტირების თარიღი: 2017-02-17.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 О храме | Свято-преображенский храм | Свято-преображенский храм. svphram.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-17.