ზაიკონოსპასკის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაიკონოსპასკის მონასტერი
ზაიკონოსპასკის მონასტერი — რუსეთი
ზაიკონოსპასკის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′23″ ჩ. გ. 37°37′14″ ა. გ. / 55.75639° ჩ. გ. 37.62056° ა. გ. / 55.75639; 37.62056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი სტავროპიგიალური მამათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730890002
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XV საუკუნე

ზაკონოსპასკის მონასტერი (რუს. Ново-Заиконоспасский монастырь) — მოქმედი[1] სტავროპიგიალური მამათა მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. მონასტერი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში, კიტაი-გოროდში, ნიკოლსკის ქუჩაზე.

მონასტერი ისტორიაში შევიდა, როგორც სამასწავლებლო, რადგან მის კედლებში შეიქმნა საგანმანათლებლო სკოლა, შემდეგ აქ ჩამოყალიბდა სალვურ-ბერძნულ-ლათინური აკავემია, რომლის საფუძველზეც შემდეგ შეიქმნა მოსკოვის სასულიერო აკადემია.

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე მხარეთმცოდნის მტკიცებით ამჟამინდელი მონასტრის ადგილზე XIV საუკუნეში მდებარეობდა სპასკის მონასტერი ე. წ. წმინდა ნიკოლოზის ბერძნული მონასტერი.

ითვლება, რომ სპასკის მონასტერი დააარსა ბორის გოდუნოვმა 1610 წელს, თუმცა მისი ისტორიულ დოკუმენტებში პირველი მოხსენიება ხდება 1635 წელს, საპატრიარქო წიგნში.

მეფე ალექსი მიხეილის ძის პერიოდში 1660 წელს ააგეს ორსართულიანი ქვის მაცხოვრის ტაძარი: ქვედა სართულზე განათავსეს ეკლესია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე, ზემოთ - ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე. მაცხოვრის ეკლესიის მშენებლობისათვის ფინანსები გაიღო თავადმა ფიოდორ ვოლკონსკიმ. 1661 წლის 20 ნოემბერს ეკლესიის მშენებლობა დასრულდა.

1665 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი დიონისე, მისი შემცვლელი გახდა სიმეონ პოლოცკი, რომელმაც მონასტერთან გახსნა საიდუმლო საქმეთა პრიკაზი. სკოლის მოსწავლეთა შორის იყო სილვესტერ მედვედევი, რომელმაც შეცვალა სიმეონ პოლოცკი 1680 წელს.

1687 წლიდან ბოგოიავლენსკის მონასტრიდან აქ გადმოიტანეს ელინო-ბერძნული სკოლა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია.

ხანძრის გამო მონასტერი აღადგინეს 1701 და 1737 წელს. მონასტრის ტაძრების გადაკეთება მიმდინარეობდა არქიტექტორ ივანე ზარუდნის და ბაროკოს სტილში მომუშავე არქიტექტორების ივანე მიჩურინის, მიხეილ პრეობრაჟენსკის, ზინოვ ივანოვის პროექტების მიხედვით.

1922 წელს მონასტრის ეკლესია გახდა ობნოვლენცების კავშირის ცენტრი. 1929 წელს კი საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი დახურა.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმსახურება მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარში აღსდგა 1992 წელს. მან მიიღო საპატრიარქო მეტოქის სტატუსი. 1993 წელს მონასტერში გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტი.

2010 წლის 20 თებერვალს მონასტერს ესტუმრა პატრიარქი კირილე და აღვალნა ღვთისმსახურება. ეს იყო 310 წლიანი შესვენების შემდეგ პირველი საპატრიარქო ღვთისმსახურება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ნაგებობებიდან დღემდე შემონახულია ტაძარი, საძმო რიგები, სავაჭროები, საშემოსავლო სახლი და სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის კოლეგიის შენობა.

მაცხოვრის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაიკონოსპასკის მონასტერი, სავარაუდოდ დაარსდა 1600 წელს, მისი მთავარი ეკლესია გახდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია.

ამჟამად მოქმედი მაცხოვრის ტაძარი შიეცავს 1661 წლის ტაძრის ნაწილს. შედგება ქვედა ეკლესიისაგან (1701 წლიდან სატრაპეზოთი) და ზედა ეკლესიისაგან. ჩრდილოეთით და სამხრეთით შესასვლელების თავზე ორსართულიანი კელიებია განთავსებული. დღევანდელი ტაძრის აგების ზუსტ თარიღი ცნობილი არ არის. სპეციალისტები, სავარაუდოდ, ათარიღებენ 1703-1709 წლებით, ხოლო გალერეას XVIII საუკუნის მეორე მეოთხედით. მიეკუთვნება ივან ზარუდნის ნამუშევრებს (დეტალებში შეიმჩნევა მსგავსება როგორც მენშიკოვის კოშკთან ასევე მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესიასთან.

ტაძარი არის რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული რვაკუთხედი კვადრატზე, რომლის დეკორშიც სჭარბობს კლასიკური პილასტრების ორდერის ელემენტები.

წინა ტაძრისაგან განსხვავებით აქ არის გარკვეული ინოვაცია, კონკრეტულად, მრგვალი ფანჯრების გაფორმება. რვაკუთხედს გარს აკრავს გალერეა-სასეირნო ადგილი შემოღობილი ბალუსტრადით.

1742 წელს ტაძარში მიმდინარეობდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები რუსი არქიტექტორის ივანე მიჩურინის ხელმძღვანელობით, თუმცა მას არსებითად არ შეუცვლია ტაძრის ძირითადი სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Заиконоспасский монастырь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Ковалев А. Историческое описание ставропигиального второклассного Заиконоспасского монастыря. — М.: Типография Л. и А. Снегиревых, 1887.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]