ზაზა ცოტნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლარა ელჩიბეგაშვილი
კლარა ელჩიბეგაშვილი
გორის უნივერსიტეტის მე-6 რექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2010
წინამორბედიკლარა ელჩიბეგაშვილი
მემკვიდრეგიორგი სოსიაშვილი

დაბადებული26 ივლისი, 1971 (1971-07-26) (48 წლის)
ცხინვალი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობალიტერატურათმცოდნე

ზაზა ცოტნიაშვილი (დ. 26 ივლისი, 1971, ცხინვალი, საქართველო) – საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური ექსპერტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი ცხინვალის სახელმწიფო და ყოფილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული სსიპ გორის უნივერსიტეტის რექტორი 2007-2010 წლების განმავლობაში, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006-2007 წლებში. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ზაზა ცოტნიაშვილი არის 3 მონოგრაფიის, 27 სამეცნიერო სტატიის, ორას ათეულზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი, ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას. კითხულობს სალექციო კურსებს ფოლკლორში, ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ჟურნალისტიკის ისტორიაში, პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზში და მენეჯმენტის საფუძვლებში.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ოსურ ენებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაზა ცოტნიაშვილი დაიბადა 1971 წლის 26 ივლისს ქალაქ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველო. 1977–1988 წლებში სწავლობდა ცხინვალის მე-4 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1988-1993 წწ. სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელის კვალიფიკაციით. 1993-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის განხრით. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა“ (ლიტერატურა), ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (პუბლიცისტური ასპექტები)“ (ჟურნალისტიკა). 2007 წელს გაიარა გადამზადების კურსები მართვის ევროპულ უმაღლესი სკოლაში ESM-თბილისი ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საფუძვლების სპეციალობებით.

სემინარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართული ნოველის მხატვრული თავისებურებანი, ცსუ, გორი, 2002;
  • ქართულ-ოსური ურთიერთობა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, ცსუ, წიგნი I, თბ., 2005;
  • წერილები, პორტრეტები, დიალოგები, გამოსვლები, თარგმანები, თბ., 2007;

სამეცნიერო სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული ნოველა დღეს, ჟურ. „ცისკარი“, 1996, #5-6;
  2. Roots of Georgian Novell, Bulletin of Georgian Academy of Sciences, 1998, Volume 157, #1;
  3. ერთი ნოველის შესახებ, ჟურ. „კლდეკარი“, 1998, #1;
  4. ზოგიერთი მხატვრული სახე თანამედროვე ქართულ ნოველაში, ჟურ. „ბურჯი ეროვნებისა“, 1998, #5;
  5. საზოგადოების ბედი ნ. შატაიძის ნოველებში, ჟურ. „კრიტიკა“, 1998, #1;
  6. ნოველით გამოთქმული მჭმუნვარება, კრებ. „კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა“, 1998, #;
  7. დღევანდელობის სიმბოლური ხედვა, ალმ. „პირველი სხივი“, 1998, #27;
  8. „ჰაკი აძბას“ სწავლებისათვის XI კლასში, ცხინვალის სახ. პედინსტიტუტის შრომათა კრებული, გორი, 1999;
  9. თანამედროვე ქართული ნოველის მხატვრულ თავისებურებათა შესახებ, ჟურ. „ქართლი“, 2000, #2;
  10. გაზეთის ინტერესის საგანი, ჟურ. „ინტელექტი“,2003, #3 (17);
  11. საგაზეთო პოლემიკა სახელმწიფო ენის საკითხებზე, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2003, V;
  12. О тенденциозности репортажей, Научные труды, сер. Филология, Санкт-Петербургский гос. университет, Тбилисский гос. университет,2004, #8;
  13. Пресса против грузино-осетинского противостояния, Научные труды, сер. Филология, Санкт-Петербургский гос. университет, Тбилисский гос. университет,2004, #8;
  14. რუსული გაზეთი კონფლიქტის შესახებ, ალმან. „კავკასიის მაცნე“, 2004, #9;
  15. კონფლიქტის კონტურები პრესაში, ჟურ. „ცისკარი“, 2004, #3-4;
  16. ობიექტური პოზიციის დასაცავად, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2004, VI;
  17. Journalism in The service of closing in, Caucasian messenger, 2004, #10;
  18. ობიექტური კრიტიკა, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2004, VII;
  19. About genres of journalism, Bulletin of Georgian Academy of Sciences, 2005, Volume 171, #1;
  20. ორი ხალხის ურთიერთობის ხედვა ინტერვიუში, ჟურ. კრიტერიუმი (“Criterion”), N 13, 2005;
  21. აქტუალური კრიტიკა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, #3, გორი, 2007.
  22. Geogian Universities Role in the Partnership Development of the Black Sea Region, “Forum on Higher Education” Congress of the Black Sea Universities Network”, Kyiv, 2008, April 2-5;
  23. Following of Educational Reforms in Georgia, “For Supporting of Higher Economic and Professional Education”, Gori University, USA Embassy in Georgia, Gori, 2008, 25-27 June;
  24. The Practical Aspects of Knowledge Management in Education, I International Conference of Gori University, Volume #1, Gori, 2008;
  25. Strategic Management of University for Creation of Successful Learning and Research Environment, I International Conference of Gori University, Volume #1, Gori, 2008;
  26. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტეგრაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო შრომების კრებული, თბ. 2008;
  27. ეკონომიკური პროცესების გლობალიზაციის ასპექტები, საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია, სამეცნიერო შრომების კრებული, გლობალიზაცია, მსოფლიო კრიზისი და სამხრეთ კავკასია, ქუთაისი, 2009, 16–17 მაისი;
  28. მე–20 საუკუნის დასაწყისის ამერიკული და ქართული ნოველა, გორის უნივერსიტეტის მე–2 საერთაშორისო კონფერენცია, შრომათა კრებული, #2, გორი, 2009;
  29. Regional Conflicts (South Ossetia) in Caucasus and Energy Security, II International Conference of Gori University, Volume #2, Gori, 2009;
  30. The Center for the Development of Communication Skills and Conflict Transformation as Tools of Conflict Regulation, II International Conference of Gori University, Volume #2, Gori, 2009;
  31. მე-20 საუკუნის ქართული საბავშვო მწერლობის შესახებ (20-30-იანი წლები), გორის უნივერსიტეტის მე–3 საერთაშორისო კონფერენცია, შრომათა კრებული, #3, გორი, 2010;
  32. Roots of Political Conflict in South Ossetia, III International Conference of Gori University, Volume #3, Gori, 2010;
  33. Kosovo and Caucasus (Two Different Political Problems), Ilia State University, Sota Rustaveli State University, “South Caucasus: Problems and Prospects of Regional Cooperation”, Batumi, November 16, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]