ზაზა ფერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაზა ფერაძე (დ. 16 თებერვალი, 1973, დაბა შორაპანი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 აგვისტო, 2008) — ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი. დაიღუპა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.

1994 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993), სამშვიდობო მისიაში ერაყში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. დაიღუპა რუსეთის ჯარებთან ბრძოლის დროს სოფელ შინდისთან. „შინდისის გმირების“ სახელი მინიჭებული აქვს გორში შინდისის გზატკეცილს და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას (სამგორის რაიონი). ზაზა ფერაძის სახელობისაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ, 2008).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]