ზაზა გოგავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა გოგავა (2008 წ.)

ზაზა ზურაბის ძე გოგავა (დ. 14 ივლისი, 1971, სოფ. გოჩაჯიხაიში, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი (2008).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1994 წელს. 1995 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1995–2000 და 2002 წლებში გაიარა ანტიტერორისტული მომზადების კურსი ამერიკის შეერთებული შტატებში. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაური, 2006 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. ამ თანამდებობას იკავებდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

2023 წელს გოგავა გახდა პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) წევრი, იმავე წლის დეკემბერში აირჩიეს ენმ-ის თბილისის ორგანიზაცისი თავმჯდომარედ.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]