შინაარსზე გადასვლა

ზაგრების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაგრების საკათედრო ტაძარი (ხორ. Zagrebačka katedrala) — კათოლიკური ეკლესია ზაგრებში. ზაგრების სამთავარეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. ზაგრების მთავარეპისკოპოსისა და ხორვატიის პრიმასის კათედრა.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1093 წელს, მაგრამ 1242 წელს მონღოლების ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთლიანად დაინგრა[1].

1880 წელს ტაძარი ძლიერმა მიწისძვრამ სერიოზულად დააზარალა. ჩამოინგრა ძირითადი ნავი. ტაძარი ნეოგოთიკურ სტილში აღადგინა გერმანელმა არქიტექტორმა გერმან ბოლიუმ.

ზაგრების საკათედრო ტაძარი გამოსახულია 1993 წელს გამოსულ ხორვატულ კუნის უკანა მხარეს[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]