ზაგორსკის ქათამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაგორსკის ქათამი — სახორცე-საკვერცხე მიმართულების ჯიშური ჯგუფი. გამოყვანილია მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ქ. ზაგორსკში, იურლოვური მყივანა ქათმების შეჯვარებით რუსულ თეთრთან, ნიუ-ჰემფშირსა და როდ-აილანდთან. დედლის მასა დაახლოებით 3 კგ, მამლისა 3,5 კგ. ზაგორსკის ქათამი წელიწადში დებს 150-165 კვერცხს. საუკეთესო მეურნეობებში 180-200-ს. კვერცხის მასა 62-65 გ. საადრეო ჯიშია და მაღალი ხარისხის ხორცი აქვს (ნაკლავის გამოსავალი 88%). ზაგორსკის ქათამს იყენებენ ბროილერების წარმოებაში სადედე ფორმად, აგრეთვე მეხორცული მიმართულების ხაზების შესაქმნელად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]